კობა ქარუმიძე მსოფლიო ჩემპიონია, ანრი ფუტკარაძემ და თორნიკე მიქელაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში კობა ქარუმიძემ ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა ინდოელი ვიშავით მორე ბოლო წამზე მოპოვებული გადამწყვეტი ქულით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.
მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გავიდა ანრი ფუტკარაძე (77 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის გამართულ პრინციპულ დაპირისპირებაში სომეხ სამველ ტერტერიანს სძლია.
14 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში ბრინჯაოს მედალი ასევე თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) მოიპოვა.