თორნიკე მიქელაძემ ლას ვეგასში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა, 82 კგ. წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისკენ გზა რეპეშაჟით გაიარა - ხორვატ მიჰაილ ლუკიჩს აჯობა, ბრინჯაოს ფინალში კი რუს რამაზან არაპხანოვს 3:1 მოუგო.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე პირველი მედალია. კიდევ ერთი განაღდებული მედალი კობა ქარუმიძისგანაა (55 კგ.), რომელიც 15 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინდოელ ვიშვაიიტ მორეს შეხვდება.
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია