ირაკლი მჭედლიძე და გიორგი პერტაია PRO D2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-6 ტურის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა მიდი ოლიმპიკმა ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი, ირაკლი მჭედლიძე და გიორგი პერტაია მოხვდა.
ორიაკმა, რომლის შემადგენლობაშიც მჭედლიძე სასტარტოდან ირჯებოდა, შინ ბიარიცი 52:33 დაამარცხა. ქართველმა ბურჯმა 63 წუთი ითამაშა და მოედნიდან გასვლამდე 10 წუთით ადრე მიმდინარე სეზონში მესამე ლელო მიითვალა.
წარმატებით ითამაშა გიორგი პერტაიას გრენობლმაც, რომელმაც საკუთარ კედლებში კოლომიეს მძიმე ბრძოლაში, 23:20 სძლია, პერტაიამ კი ძირითად შემადგენლობაში 61 წუთი დაყო.