გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ნაპოლის გაუტანა.
ჟორჟმა შეხვედრის 23-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, რასაც ვილიარეალმა კიდევ ერთი გოლი მიაყოლა და იტალიურ კლუბს 2:1-ს ამარცხებს.
მიმდინარე ტურნირზე უკვე 2 საგოლე მოქმედება აქვს - დორტმუნდთან ასისტი შეასრულა.
მიქაუტაძისთვის ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მე-2 გოლია - სადებიუტოც იტალიურ გუნდთან შეაგდო, იუვენტუსთან.