ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა, თორნიკე მიქელაძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ პრინციპულ დაძაბულ დაპირისპირებაში რუსი რამაზან არაპხანოვი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დაიკავა ადგილი.
ასევე წარმატებით იასპარეზა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მყოფმა კობა ქარუმიძემ.
მან ნახევარფინალურ შეხვედრაში ყირგიზი ბარსბეკ ასანკოჟოევი 8:6 სძლია და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.