ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციების საბჭომ (IFAB) თამაშის ტემპის შენარჩუნებისა და დროის გაყვანის წინააღმდეგ მკაცრი ზომები დაამტკიცა.
ახალი რეგულაციები ძალაში მომავალი სეზონიდან შევა და მათ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიყენებენ.
1. 5 წამის წესი და „საჯარიმო“ კუთხური
მეკარეებისთვის დაწესებული 8-წამიანი ლიმიტის შემდეგ, ახლა შეზღუდვები ბურთის თამაშში შეყვანაზეც გავრცელდა. თუ მსაჯი ჩათვლის, რომ ფეხბურთელი დროს განზრახ აჭიანურებს:
არბიტრი იწყებს 5-წამიან ათვლას.
თუ ამ დროში ბურთი თამაშში არ შევა, ის მეტოქეს გადაეცემა.
კარიდან დარტყმისას დაგვიანება მეტოქის სასარგებლოდ კუთხურს გამოიწვევს, ხოლო აუტისას — მეტოქის აუტს.
2. „სასჯელი“ ნელი ცვლილებისთვის:
ფეხბურთელმა მოედანი ცვლილების დროს 10 წამში უნდა დატოვოს. თუ ის ამ ლიმიტს გადააცილებს:
შემცვლელი ფეხბურთელი მოედანზე მაშინვე ვერ შევა;
გუნდი მინიმუმ 60 წამის განმავლობაში კაცნაკლული ითამაშებს;
ცვლილება მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ, თამაშის მომდევნო გაჩერებისას განხორციელდება.
3. ტრავმირებული მოთამაშეების „დაპაუზება“
ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმის გამო მოედანს ტოვებენ, თამაშში დაბრუნებამდე ერთწუთიან ლოდინს გაივლიან. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ:
მეტოქემ ამ ეპიზოდში ყვითელი ან წითელი ბარათი მიიღო;
ხორციელდება შეცვლა ან მოთამაშემ პენალტი უნდა დაარტყას;
წესი არ ეხება მეკარეებს.
სხვა სიახლეები: