VAR-ის უფლებამოსილებები კიდევ უფრო ფართოვდება. ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციების საბჭომ (IFAB) უელსში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაამტკიცა.
ახალი რეგულაციები ძალაში 2026/27 წლების სეზონიდან შევა, თუმცა მათ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.
რევოლუცია ფეხბურთში: „ვენგერის თამაშგარის“ ტესტირება იწყება
აი, რა შემთხვევებში ჩაერევა ვიდეორეფერი მომავალში:
1. მეორე ყვითელი ბარათი
აქამდე VAR-ს მხოლოდ პირდაპირ წითელ ბარათზე შეეძლო რეაგირება. ახალი წესით, ვიდეოასისტენტებს უფლება ექნებათ ჩაერიონ ეპიზოდში, რომელიც მეორე ყვითელ ბარათს და, შესაბამისად, მოედნიდან გაძევებას ითვალისწინებს. ამ ცვლილებას ლიგების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
2. კუთხურის დანიშვნა
ვიდეორეფერი შეძლებს გადაამოწმოს, სწორად დაინიშნა თუ არა კუთხური. ფიფა ამ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს, თუმცა ზოგიერთი ლიგის წარმომადგენელი შიშობს, რომ ეს თამაშს ზედმეტად გააჭიანურებს და პაუზების რაოდენობას გაზრდის.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ფეხბურთში: დროის გაყვანის წინააღმდეგ მკაცრი წესები დამტკიცდა
3. ფეხბურთელების არევა (იდენტიფიკაცია)
თუ მსაჯმა ბარათი (ყვითელი ან წითელი) შეცდომით სხვა ფეხბურთელს უჩვენა, VAR ვალდებული იქნება შეასწოროს არბიტრის გადაწყვეტილება და სასჯელი ნამდვილ დამნაშავეს მიაკუთვნოს.