• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მოდრიჩი: "ჩემი თვალით ვნახე, როგორ მიიყვანა მოურინიომ რონალდუ ცრემლებამდე"
ფეხბურთიფეხბურთი

მოდრიჩი: "ჩემი თვალით ვნახე, როგორ მიიყვანა მოურინიომ რონალდუ ცრემლებამდე"

31 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მილანის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ისაუბრა იმ მწვრთნელებზე, რომლებთანაც საკლუბო კარიერაში უმუშავია და განსაკუთრებით გამოარჩია ჟოზე მოურინიოს როლი მის მიერ განვლილ გზაზე.


პორტუგალიელ სპეციალისტზე საუბრისას მოდრიჩმა აღნიშნა, რომ მოურინიო მისთვის განსაკუთრებული ფიგურაა არამხოლოდ როგორც მწვრთნელი, არამედ როგორც ადამიანი. ხორვატი ნახევარმცველის თქმით, სწორედ მოურინიო იყო ის ადამიანი, რომელმაც ის მადრიდის რეალში მიიყვანა.


"ის განსაკუთრებულია — როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი. სწორედ ის იყო, ვისაც ჩემი ხილვა სურდა მადრიდის რეალში. მოურინიოს გარეშე იქ ვერასდროს მოვხვდებოდი. სამწუხაროა, რომ ერთად მხოლოდ ერთი სეზონი გავატარეთ." — განაცხადა მოდრიჩმა.


ასევე საინტერესო შეფასება გააკეთა მოდრიჩმა იმაზე, თუ ვინ არის ყველაზე მკაცრი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუს, კარლო ანჩელოტისა და მასიმილიანო ალეგრის შორის. მისი თქმით, ამ სამეულში ყველაზე მკაცრი მაინც პორტუგალიელია.


"საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მიიყვანა მან კრიშტიანუ რონალდუ ცრემლებამდე გასახდელში. ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯება, მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკა, რომ ერთხელ მეტოქე მცველს არ გაჰყვა, — იხსენებს მოდრიჩი.


ხორვატი ნახევარმცველის თქმით, მოურინიო ფეხბურთელებთან ძალიან პირდაპირი, მაგრამ ყოველთვის გულწრფელია. ის არ არჩევს ვარსკვლავებსა და ახალბედებს და საჭიროების შემთხვევაში ერთნაირად მკაცრია ყველასთან. მოდრიჩმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათი აქვს მასიმილიანო ალეგრისაც.


"თუ რამე არ არის სწორი, ის პირდაპირ გეუბნება ამას თვალებში. გულწრფელობა არის საფუძველი ყველაფრის." — დაამატა მოდრიჩმა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ლუკა მოდრიჩი
კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე ველოდით" - ჟესუსი რონალდუზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე ველოდით" - ჟესუსი რონალდუზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 მარ, 2026

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა

News image

11 მარ, 2026

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის

News image

33 წთ წინ

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

News image

06 მარ, 2026

,,ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე ველოდით" - ჟესუსი რონალდუზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება