ალ ნასრის მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟესუსმა, კრიშტიანუ რონალდუს ტრავმაზე ისაუბრა.
,,გამოკვლევების შემდეგ დავინახეთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს მიღებული ტრავმა უფრო სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად ველოდით.
კრიშტიანუ ახლა ესპანეთში გაემგზავრება, როგორც სხვა მოთამაშეები, რომლებიც ტრავმის დროს სამკურნალოდ მიდიოდნენ.
მისი ტრავმა საჭიროებს მკურნალობას მადრიდში მის პირად თერაპევტთან და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაბრუნდება და გუნდს დაეხმარება." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
რონალდუს ტრავმა - ალ ნასრმა განცხადება გაავრცელა