ლამინ იამალმა ოფიციალურ ტურნირებზე თავისი მე-50 გოლი (44 ბარსელონას შემადგენლობაში და 6 ესპანეთის ნაკრებში) 18 წლისა და 237 დღის ასაკში გაიტანა.
კატალონიელთა ვინგერმა თავი ატლეტიკთან მატჩში (1:0) გამოიჩინა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ლა ლიგის ტიტულისკენ — ბარსამ ბილბაო იამალის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ 50-გოლიან ნიშნულს 20 წლისა და 315 დღის ასაკში მიაღწია, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ეს 21 წლისა და 297 დღის ასაკში გააკეთა.