საქართველოში ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო საჩოგბურთო ტურნირი LOPOTA CUP 2025-დაიწყო.
ღონისძიება 16-დან 19 ოქტომბერამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 100-მდე მოთამაშე იღებს. მათ შორის საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრები.
შეჯიბრება იმართება როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის. ტურნირის საპრიზო ფონდი 35 000 ლარია.