1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის თასის 1/16 ფინალში რუუდ ვან ნისტელროის ლესტერი მანჩესტერს ოლდ ტრაფორდზე ესტუმრა.
მატჩში ანგარიში მელიებმა გახსნეს, როცა 42-ე წუთზე კორდოვა-რეიდმა შეძლო მსაპინძელთა კარის აღება.
თუმცა, ამორიმის გუნდი შესვენების შემდეგ გააქტიურდა და ამან შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო, როცა იქამდე ოთხი წუთით ადრე გამოსულმა ჯოშუა ზირკზემ ანგარიში გაათანაბრა.
წითელ ეშმაკებს საქმის დამატებითში გადაყვანა აშკარად არ უნდოდათ და ბოლო წუთებისკენ მეტოქის კარს აქტიურად უტევდნენ - 90+3 წუთზე ბრუნო ფერნანდესის ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში ჰარი მაგუაიერი გამოეხმაურა, რომელმაც გამარჯვების გოლი შეაგდო და მანჩესტერს 1/8 ფინალის საგზური მოუტანა.
თავის მომავალ მეტოქეს წითელი ეშმაკები წილისყრის შედეგად შეიტყობენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები