მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
23 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგაზე სომხეთთან განმეორებითი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესასთან ისაუბრა.
"ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა კვირას არ ითამაშებს, რათა მიეცეს გამოჯანმრთელების საშუალება. ტაქტიკური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ისე ვაპირებთ მომავალში თამაშს, როგორც პირველ მატჩში, გურამ კაშია გვიბრუნდება, რომელიც პროფესიონალია და ახალ ტაქტიკასთან მორგება არ გაუჭირდება.
შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, სხვა მოთამაშეებს მიეცემათ შანსი. მათ იციან, რომ მაღალი კონკურენციაა და თუ კარგად არ ითამაშებენ და არ დაიხარჯებიან, მათი შანსები შემცირდება. ბევრ პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს და არ მეპარება ეჭვი მათ მოტივაციაში.
მეკარის პოზიციის მართვა განსხვავდება დანარჩენი პოზიციებისგან, ამიტომ ხვალ კვირას მამარდაშვილი ითამაშებს, ხოლო ივნისის ამხანაგურ მატჩებში გუგეშაშვილს მიეცემა შანსი.
ლუკა ლაცაბიძე ნიჭიერი ბიჭია, მისი კარიერა ახლახან დაიწყო. მინდოდა, რომ ის ახლოდან მენახა, ის ძალიან თავშეკავებული ბიჭია, ბევრს მისმენს და სწავლობს. ახლა თუ არა, მომავალში აუცილებლად იქნება ჩვენი გუნდის ნაწილი.
გუნდში იდეალური გარემოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებაში, ეს დაეტყო, როგორც გუნდს, ისე ინდივიდუალურად მოთამაშეებს, გამოვყოფდი ირაკლი აზაროვს, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა წარსულში, საბა გოგლიჩიძემაც ძალიან კარგად ითამაშა, ორივეს იმედი მაქვს სამომავლოდ.
იტალია განსაკუთრებული ადგილია მოთამაშისთვის და მიხარია, რომ ხვიჩამ ამ ჩემპიონატში თავისი კვალი დატოვა. ასევე მიხარია, რომ სხვა ქართველებიც თამაშობენ იტალიაში და მოხარული ვიქნები თუ ეს მომავალშიც ასე იქნება" - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
23 მარტს, საქართველოს ნაკრები სომხეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
"დინამო არენაზე თამაში მოგვენატრა" - კვარაცხელიას პრესკონფერენცია
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები