ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჩირო იმობილე ბოლონიადან კარიერას პარიზში გააგრძელებს.
იტალიელი ფრანგული კლუბის კონტრაქტს დათანხმდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება. 35 წლის თავდამსხმელი პარიზულ გუნდთან კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს.
ჩირო იმობილე იტალიაში გასულ ზაფხულს ბეშიქთაშიდან დაბრუნდა, თუმცა სერია ა-ში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
ლიგა 1-ში წელს დაწინაურებული პარიზი კი 19 ტურის შემდეგ 20 ქულთ მე-14 ადგილზეა და გასავარდ ზონას 6 ქულით უსწრებს.