ჩირო იმობილე იტალიის სერია ა-ში დაბრუნდა.
ბოლონიამ ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
იმობილემ თურქული ბეშიქთაში სეზონის ბოლოს დატოვა და ბოლონიას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ბოლონია იმობილესთვის მე-9 იტალიური გუნდია კარიერაში სორენტოს, იუვენტუსის, სიენას, გროსეტოს, პესკარას, ჯენოას, ტორინოს და ლაციოს შემდეგ.
35 წლის ფორვარდის შემდეგ, უახლოეს პერიოდში ბოლონია ოფიციალურად დაადასტურებს ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერსაც.