• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მოურინიომ რეალში დაბრუნების პირობები გააჟღერა
ფეხბურთიფეხბურთი

მოურინიომ რეალში დაბრუნების პირობები გააჟღერა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალთან მოლაპარაკებები უარყო, ახლა ჩანს, რომ ის უკვე აწარმოებს საწყის განხილვებს ლოს ბლანკოსთან კლუბში დაბრუნების თაობაზე.


მოურინიო მთავარი ფავორიტია ალვარო არბელოას შემცვლელად ამ ზაფხულს, ხოლო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მხარს უჭერს მის მეორე ვადას სანტიაგო ბერნაბეუზე.


მოურინიომ გასულ პარასკევს განაცხადა, რომ რეალთან არ უსაუბრია, მაშინ როცა ბენფიკას მწვრთნელს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. თუმცა, არაერთი ინფორმაცია მიუთითებს, რომ მას თავადაც სურს ბერნაბეუზე დაბრუნება და თუ პერესიც საბოლოოდ მწვანე შუქს აუნთებს, გარიგების შედგენა საკმაოდ მოსალოდნელია.


მოურინიოს მოთხოვნები რეალში დაბრუნებისთვის


ESDiario-ს ინფორმაციით, მოურინიომ სამშაბათს მადრიდის რეალთან ვიდეოზარის საშუალებით შეხვედრა გამართა, სადაც კლუბში დაბრუნების საკუთარი პირობები გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ ინტერესისთვის მადლიერია, ის არ აპირებს ნებისმიერ პირობაზე დათანხმებას. ეს ინფორმაცია რამონ ალვარეს დე მონმაც დაადასტურა.


„განსაკუთრებული“ (The Special One) ორწლიან კონტრაქტს ითხოვს, რათა დროებითი გამოსავლის როლში არ აღმოჩნდეს და არც ზედმეტად ხანგრძლივ ხელშეკრულებაში ჩაიკეტოს. ასევე, მას სურს სრული კონტროლი ფეხბურთელების შერჩევაზე, ფლორენტინო პერესის ან სხვა პირების ჩარევის გარეშე, რაც კლუბში დიდი ხანია ასე აღარ ხდება.


მოურინიო საკუთარი შვიდკაციანი სამწვრთნელო შტაბის მოყვანასაც გეგმავს, თუმცა ცნობილია, რომ პერესმა მას არბელოას შტაბში დატოვება შესთავაზა.


კლუბი უნდა დატოვოს ფიზმომზადების მწვრთნელმა ანტონიო პინტუსმა, რომელიც იანვარში არბელოასთან ერთად დააბრუნეს, თუმცა ტრავმების პრობლემის მხრივ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვერ მოახერხა. მოურინიო ასევე ითხოვს პირდაპირ კომუნიკაციას სამედიცინო შტაბთან. ამასთანავე, მას სურს, რომ კლუბში ერთადერთი საკონტაქტო პირი თავად პერესი იყოს და არა მრჩეველი ანას ლაგრარი ან გენერალური მენეჯერი ხოსე ანხელ სანჩესი.


წინასასეზონო ტურნეებიც ერთ-ერთი მთავარი საკითხია - მოურინიოს სურს სრული კონტროლი ამ პროცესზეც, რათა თავიდან აიცილოს მძიმე გავლენა ახლო აღმოსავლეთსა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული ტურნეებისგან.


და ბოლოს, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით შეამციროს გუნდი და მოიშოროს შვიდამდე ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, სათანადო დონის არ არიან.


რომელი ფეხბურთელები შეიძლება წავიდნენ რეალიდან ამ ზაფხულს?


არ კონკრეტდება, რომელ ფეხბურთელების გაშვებას მოისურვებდა მოურინიო გუნდიდან, თუმცა ასეთი რაოდენობა სრულიად მოულოდნელი არ არის. ანტონიო რუდიგერს, დავიდ ალაბასა და დანი კარვახალს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურებათ, ხოლო დანი სებალიოსის წასვლაც მოსალოდნელია.


ასევე, ფრან გარსიას, ედუარდო კამავინგას, ფრანკო მასტანტუონოს, გონსალო გარსიასა და რაულ ასენსიოს მომავალ სეზონში გუნდში ადგილი გარანტირებული არ აქვთ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რონალდუს ახალი, 1.32 მილიონიანი ავტომობილი: ალ-ნასრის ფერებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუს ახალი, 1.32 მილიონიანი ავტომობილი: ალ-ნასრის ფერებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს მომავალი რეალში ბურუსითაა მოცული

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს მომავალი რეალში ბურუსითაა მოცული
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუს შვილი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

 რონალდუს შვილი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე მოედანზე ინდივიდუალისტია, რაც გასახდელში განხეთქილებას ქმნის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე მოედანზე ინდივიდუალისტია, რაც გასახდელში განხეთქილებას ქმნის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

05 მაი, 2026

რონალდუს ახალი, 1.32 მილიონიანი ავტომობილი: ალ-ნასრის ფერებში

News image

05 მაი, 2026

მბაპეს მომავალი რეალში ბურუსითაა მოცული

News image

7 სთ წინ

რონალდუს შვილი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს?

News image

1 წთ წინ

მბაპე მოედანზე ინდივიდუალისტია, რაც გასახდელში განხეთქილებას ქმნის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება