ჩელსიმ დაადასტურა, რომ ჟოვანი კენდა ლისაბონის სპორტინგიდან ლონდონურ კლუბს შეუერთდა და კონტრაქტი 2034 წლამდე გააფორმა.
კენდა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტალანტად მიიჩნევა. გასულ წელს მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპორტინგის მიერ პორტუგალიის ჩემპიონატისა და თასის მოგებაში.
2025 წელს ის პრიმეირა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში კენდა სპორტინგის შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა და მას როგორც შეტევის ორივე ფლანგზე, ასევე ფლანგის მცველის პოზიციაზე იყენებდნენ.
„აქ ყოფნა შესანიშნავი შეგრძნებაა. ჩელსი დიდი გუნდია და მოუთმენლად ველი სტემფორდ ბრიჯზე თამაშს. კლუბმა ჩემნაირი ფეხბურთელების მიმართ ნდობა გამოავლინა და ვამაყობ, რომ აქ ვარ და ამ კლუბის ნაწილი გავხდი." - განაცხადა ახალგაზრდა პორტუგალიელმა.
სადებიუტო სეზონში კენდა სპორტინგის ისტორიაში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. სეზონის ბოლოს მას ყველა ტურნირზე უკვე 54 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ხოლო სპორტინგმა ჩემპიონატისა და თასის მოგება შეძლო.
კენდა ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელია.
ჩელსიმ სპორტინგს ტრანსფერის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
შეთანხმება შედგა - მანჩესტერი ჩელსის ნახევარმცველს იმატებს