ავსტრალიის გრან პრის კვალიფიკაციის შემდეგ მაქს ვერსტაპენმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ახალი ბოლიდები.
„მე არანაირი ემოცია არ მაქვს. სრულიად ცარიელი ვარ.
საერთოდ ვერ ვიღებ სიამოვნებას ამით. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები კვალიფიკაციაზე, წინ თუ იქ, სადაც ახლა ვარ. ემოციისა და შეგრძნების თვალსაზრისით ყველაფერი სრულიად ცარიელია."
რედ ბულის პილოტმა კვალიფიკაციაზე მომხდარი ავარია განმარტა:
,,უბრალოდ დავაჭირე მუხრუჭებს და უცებ უკანა ღერძი სრულიად ჩაიკეტა, თითქოს არაფრიდან. არ ვიცი რატომ ან როგორ მოხდა ეს, ჩემს კარიერაში მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია. რა თქმა უნდა, იმ სიჩქარეზე ბოლიდს ვეღარ გადაარჩენ.“
როდესაც ნიდერლანდელს ჰკითხეს, სიმულატორი უარესია თუ არა, მან უპასუხა:
„სიმულატორზეც ძალიან ცუდად იგრძნობოდა. იმ დონემდე, რომ უბრალოდ აღარ გინდა მისი მართვა. ეს უკვე ავხსენი."
როდესაც ჰკითხეს, მზად არის თუ არა იმისთვის, რომ ეს გრძელი წელი იყოს, ვერსტაპენმა უპასუხა:
„უკვე ვემზადები ამისთვის ფსიქოლოგიურად. არანაირი ემოცია არ მაქვს. სრულიად ცარიელი ვარ.“
მაქსმა GT3-ში ასპარეზობაზეც გააკეთა კომენტარი:
„მინიმუმ ის მაინც მომეწონება უფრო მეტად. ეს უკვე ვიცი.“
მაქსის ავარია და მერსედესის დომინაცია - ავსტრალიაში კვალიფიკაცია შედგა