ფორმულა 1-ში 2026 წლის პირველ გრან პრიზე, ავსტრალიაში რბოლის კვალიფიკაცია შედგა.
კვალიფიკაციის პირველი სეგმენტი ცუდად დაიწყო მაქს ვერსტაპენისთვის, რომელმაც ბოლიდი ვეღარ შეიმაგრა და ბარიერებს შეეჯახა. შესაბამისად ნიდერლანდელი მეორე სეგმენტში ვეღარ გადავიდა და ხვალინდელ რბოლას უკანა რიგებიდან დაიწყებს.
კვალიფიკაცია მერსედესის დომინაციით დასრულდა. პოულ პოზიცია ჯორჯ რასელმა მოიპოვა, რომელმაც კიმი ანტონელის 0.293 წამით აჯობა. აღსანიშნავია მერსედესის ინჟინრების საოცარი მუშაობა, რომელთაც ბოლო ვარჯიშზე დაზიანებული იტალიელის ბოლიდი მალევე შეაკეთეს და ანტონელის კვალიფიკაციაზე ბრძოლის საშუალება მისცეს.
რბოლას მე-3 ადგილიდან კი რედ ბულის ახალწვეული პილოტი ისაკ ჰაჯარი დაიწყებს, რომლის ჩამორჩენაც ჯორჯ რასელთან 0.785 წამი იყო.
კვალიფიკაციის საბოლოო შედეგები ასეთია:

ხვალინდელი რბოლა დილის 08:00 საათზე დაიწყება.