ლუის ჰამილტონმა ავსტრალიის გრან პრის კვალიფიკაციაზე მერსედესთან არსებულ სხვაობაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ… რაც აშკარაა, არის ის, რომ მათ პრაქტიკის არცერთ სესიაში არ აჩვენეს ძრავის სრული სიმძლავრე, იყო საუბარი შეკუმშვის კოეფიციენტზე და აშკარად ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს თავიანთ ძრავაზე.
ჩვენც გვაქვს კარგი ძრავა, მაგრამ საინტერესოა გავიგო… ვცდილობ გავიგო, რატომ არის ორი მეათედი ან უფრო მეტი სხვაობა მხოლოდ სიმძლავრის ხარჯზე თითოეულ სექტორში.
თუ ეს მართლაც შეკუმშვის საკითხია, მინდა გავიგო რატომ არ გაუკეთებია FIA-ს არაფერი, რა გაკეთდა ამის გამოსასწორებლად. მაგრამ თუ ეს ასე არ არის და უბრალოდ სუფთა სიჩქარეა, მაშინ ჩვენ უკეთ უნდა ვიმუშაოთ.“ - განაცხადა 7-გზის ჩემპიონმა.
მაქსის ავარია და მერსედესის დომინაცია - ავსტრალიაში კვალიფიკაცია შედგა