გავრცელებული ხმების თანახმად, ლუის ჰამილტონსა და კიმ კარდაშიანს შორის ჩუმი რომანი იწყება.
ბრიტანული მედიის ცნობით, ამერიკელი ვარსკვლავი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, რათა კოტსუოლდსში ფორმულა 1-ის 7-გზის ჩემპიონთან რომანტიკული უიქენდი გაეტარებინა.
45 წლის კიმი შაბათ შუადღეს ოქსფორდის აეროპორტში თავისი კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და დაცვის წევრების თანხლებით უმაღლესი კლასის რეზიდენცია Estelle Manor-ში გაემართა.
41 წლის ლუის ჰამილტონი მას დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შეუერთდა და ლონდონიდან ვერტმფრენით ჩავიდა. ცნობების მიხედვით, წყვილმა სასტუმროს კერძო ვახშმითა და სპა-სერვისით ისარგებლა.
The Sun-ის წყაროს განცხადებით, ატმოსფერო ძალიან რომანტიკული იყო და მათ სრულად გამოიყენეს ექსკლუზიური სერვისები, რომელსაც კურორტი სთავაზობდა. დაახლოებით 24-საათიანი ყოფნის შემდეგ, კიმმა და ლუისმა ადგილი კვირა დილით დატოვეს და მედიის ყურადღებას თავი აარიდეს.
ლუის ჰამილტონისა და კიმ კარდაშიანის შესაძლო რომანის შესახებ ინფორმაციას და ფოტო-მასალას სხვა ტაბლოიდებიც, მათ შორის TMZ ავრცელებს.

