არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა ყურადღება გაამახვილა „მასშტაბურ გამოწვევაზე“, რომელიც აეროდინამიკურ ცვლილებებს უკავშირდება.
„ეს არის ყველაზე დიდი რეგულაციების ცვლილება, რაც ჩვენს სპორტს უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემს პერიოდში, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ახალი რეგულაციები შემოდის, ეს უდიდესი გამოწვევაა." - თქვა მან
ყველაფერი ნულიდან იწყება, რაც ნამდვილად ათანაბრებს სასტარტო პირობებს.
შემდეგ კი ყველაფერი განვითარებაზეა დამოკიდებული, ვინ შეძლებს უფრო სწრაფ განვითარებას, ვინ მოიფიქრებს საუკეთესო იდეებს და რომელი გუნდი განვითარდება სწრაფი ტემპით.“
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ერა შეიძლება ფერარისთვის საუკეთესო შანსი იყოს დიდების დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც გუნდს თითქმის ორი ათწლეულია ჩემპიონატი არ მოუგია, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა ხაზი გაუსვა, რამდენად დიდი ამოცანა შეიძლება იყოს ეს სეზონი.
მან განმარტა: „ჩვენ, როგორც მრბოლელები, ვადაპტირდებით, ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. ეს წელი, უდავოდ, უზარმაზარი გამოწვევა იქნება ყველა პილოტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ V6-თან გვაქვს შეხება, ბატარეის დატენვა, სიმძლავრის შეზღუდვები და იმის ზუსტად გააზრება საჭიროა, თუ როგორ გამოიყენო სიმძლავრე თითოეულ სწორ მონაკვეთზე, როგორ აღადგინო ენერგია მაქსიმალურად და იყო ყველაზე ეფექტიანი…
ეს არის ის პერიოდი, როცა უნდა ისწავლო, როგორ იყო ყველაზე ეფექტიანი მრბოლელი, რაც კი ოდესმე ყოფილხარ.
ეს ნიშნავს ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რაც პილოტს გააჩნია - საწვავის დაზოგვა, ენერგიის აღდგენა, სიმძლავრის სწორად გამოყენება, მოჭიდების მაქსიმალურად გამოყენება და ამ ყველაფრის ერთ მთლიანობაში შეკვრა.
ვფიქრობ, ინჟინრების მხრიდან ძალიან დიდი სამუშაო იქნება საჭირო, რათა სწორად დაუკავშირდნენ მრბოლელებს და დაეხმარონ მათ, სრულად გამოავლინონ მანქანის პოტენციალი.“
რეგულაციებით შექმნილი ახალი სირთულეების მიუხედავად, ჰამილტონს ფერარის გულშემატკივრების უცვლელი მხარდაჭერა ექნება, რაც, მისი აზრით, დიდ როლს შეასრულებს გუნდის მწვერვალზე დაბრუნებაში.
მან თქვა: „ფერარიში ყოფნა და ტიფოზების განცდა მართლაც ჯადოსნურია. მახსოვს ჩემი პირველი დღე აქ შარშან, პირველ მოსახვევში, როცა ტიფოზების მასა დავინახე. ეს იყო პირველი შეგრძნება და გამოცდილება, რაც მათგან მივიღე.
ჩვენ მათ ყველგან ვხედავთ, მთელ მსოფლიოში. მათი მხარდაჭერა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, არა მხოლოდ პილოტებისთვის, არამედ გუნდის თითოეული წევრისთვის. ჩვენ ვერ შევძლებდით იმას, რასაც ვაკეთებთ, მათ გარეშე.
მათი მხარდაჭერა ყველაფერს ნიშნავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით და იმ მძიმე შრომით, რომელსაც მთელი გუნდი დებს, შეგვიძლია ძლიერი წელი გვქონდეს. ეს არის ოცნება.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები