მაქს ვერსტაპენმა ფორმულა 1-ის ისტორიაში 5 საუკეთესო მრბოლელი დაასახელა.
მიხაელ შუმახერი
აირტონ სენა
ფერნანდო ალონსო
ლუის ჰამილტონი
ხუან მანუელ ფანხიო
შუმახერსა და ჰამილტონს ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი 7-7 ჩემპიონობა აქვთ, მათ კი ლეგენდარული არგენტინელი ფანხიო მოჰყვებათ 5 ტიტულით.
აირტონ სენას ანგარიშზე 3 ჩემპიონობაა, ფერნანდო ალონსომ კი ტიტული 2-ჯერ მოიპოვა. თავად მაქს ვერსტაპენი ფორმულა 1-ის 4-გზის ჩემპიონია და წელს მე-5 ტიტულის შანსს ინარჩუნებს.