ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"თუ პენსიაზე გასვლა სურს, შეუძლია წავიდეს" - ნორისმა მაქსის კრიტიკას უპასუხა
სხვა სპორტისხვა სპორტი

"თუ პენსიაზე გასვლა სურს, შეუძლია წავიდეს" - ნორისმა მაქსის კრიტიკას უპასუხა

13 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მაქს ვერსტაპენის მიერ F1-ის ახალი რეგულაციების მიმართ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, ლანდო ნორისი მიიჩნევს, რომ თუ ნიდერლანდელს „პენსიაზე გასვლა სურს, შეუძლია წავიდეს“.


ბაჰრეინში პრესეზონის პირველი ტესტების შემდეგ, ვერსტაპენმა F1-ის ახალი წესები „სტეროიდებზე მყოფ Formula E“-ს შეადარა, „ანტი-რბოლა“ უწოდა და მიანიშნა, რომ შესაძლოა კარიერა დაასრულოს, რადგან უკმაყოფილოა მართვის იმ მოთხოვნებით, რაც მრბოლელებს დაეკისრათ.


ძრავების ახალი ერა გულისხმობს სიმძლავრის 50-50 განაწილებას შიდა წვის ძრავებსა და ბატარეებს შორის, რომელთა სიმძლავრეც ახლა 350 კილოვატს შეადგენს. მრბოლელებს დამუხრუჭების ზონებში რაც შეიძლება მეტი ენერგიის აღდგენა უწევთ, რათა ბატარეები საკმარისი დამუხტვით იყოს უზრუნველყოფილი.


ნორისმა, რომელმაც 2025 წელს ვერსტაპენს მსოფლიო ჩემპიონობა ჩამოართვა, მეტოქის გამოწვევას უპასუხა.


„ძალიან სახალისო იყო, მართლა მომეწონა,“ - განუცხადა ნორისმა მედიას, როდესაც ახალი წესებისა და ვერსტაპენის კრიტიკის შესახებ ჰკითხეს.


„ასე რომ, თუ პენსიაზე გასვლა უნდა, შეუძლია წავიდეს. ფორმულა 1 მუდმივად იცვლება; ხანდახან ბოლიდი უკეთ სამართავია, ხანდახან - ნაკლებად, მაგრამ ჩვენ აბსურდულად დიდ თანხას გვიხდიან ამის გასაკეთებლად, ამიტომ ჩივილის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.


ნებისმიერს შეუძლია სხვა საქმე მოძებნოს; არც მას და არც სხვას არავინ აიძულებს აქ ყოფნას. თუმცა ეს გამოწვევაა - კარგი, საინტერესო გამოწვევა ინჟინრებისთვის და მრბოლელებისთვის; ყველაფერი განსხვავებულია.


სხვა სტილით უნდა მართო, სხვაგვარად უნდა გაიგო და მართო პროცესები, მაგრამ მე მაინც ვმართავ ბოლიდებს, ვმოგზაურობ მსოფლიოში და დიდ სიამოვნებას ვიღებ, ამიტომ საჩივარი არაფერზე მაქვს.


არ მგონია, რომ მაქსი გამოვა და გულგრილად მოიქცევა, ის მაინც შეეცდება მოგებას და მაქსი არასდროს შეწყვეტს მცდელობას. უბრალოდ, შეიძლება ნაკლებად იღიმოდეს.


რა თქმა უნდა, ბოლო წლებთან შედარებით ბოლიდი იმდენად სწრაფად აღარ იგრძნობა და არც ისე იდეალურად იმართება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ის ახლა მოვიდოდა და ეს იქნებოდა F1-ის პირველი მანქანა, რომელსაც მართავდა, ალბათ იტყოდა, რომ ძველ ბოლიდებთან შედარებით საოცარია.


მართვის შეგრძნება ისეთი ლამაზი და დახვეწილი აღარ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგია. ეს რეგულაციების ადრეული ეტაპია, რომლებიც თავიდანვე უფრო ნელ ტემპს გულისხმობს.


მაგრამ თუ წლის ბოლოს და მომავალ სეზონს გადავხედავთ, იმ დროისთვის გაცილებით სწრაფები ვიქნებით, ამიტომ ყველას შეუძლია საკუთარი აზრი ჰქონდეს და თავად გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთოს.


ამაზე არავინ უნდა ჩიოდეს. ყველას საკუთარი აზრი აქვს - მას არ მოეწონა, მე კი მომწონს.“ - განაცხადა ლანდო ნორისმა.


ფოტოები: ფორმულა 1-ში 2026 წლის ყველა ბოლიდი წარდგენილია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მაქს ვერსტაპენი
ლანდო ნორისი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლამბიასე მიდის? ვერსტაპენის სარბოლო ინჟინერს ორ გუნდს უკავშირებენ

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ლამბიასე მიდის? ვერსტაპენის სარბოლო ინჟინერს ორ გუნდს უკავშირებენ
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქს ვერსტაპენი 2026 წელს ახალი ნომრით იასპარეზებს

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქს ვერსტაპენი 2026 წელს ახალი ნომრით იასპარეზებს
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ვინ იყო საუკეთესო F1-ში 2025 წელს? მრბოლელების გამოკითხვის შედეგები

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ვინ იყო საუკეთესო F1-ში 2025 წელს? მრბოლელების გამოკითხვის შედეგები
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ნორისმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - Autosport-ის ყოველწლიური დაჯილდოება

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ნორისმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - Autosport-ის ყოველწლიური დაჯილდოება
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

29 დეკ, 2025

ლამბიასე მიდის? ვერსტაპენის სარბოლო ინჟინერს ორ გუნდს უკავშირებენ

News image

18 დეკ, 2025

მაქს ვერსტაპენი 2026 წელს ახალი ნომრით იასპარეზებს

News image

30 დეკ, 2025

ვინ იყო საუკეთესო F1-ში 2025 წელს? მრბოლელების გამოკითხვის შედეგები

News image

22 იან, 2026

ნორისმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - Autosport-ის ყოველწლიური დაჯილდოება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება