მსოფლიო გააოცა - ქართველმა წყალბურთელმა 3 წლით უფროსებში ითამაშა და MVP გახდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე 16-წლამდე წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
ჩვენმა გუნდმა, მე-2 ტურში, პორტუგალიასთან პირველი ორი მეოთხედი 2:2 დაასრულა, მესამეში კი 3:4 ჩამორჩა, რის შემდეგაც სადავეები სრულად აიღო და ზედიზედ 4 გოლი გაიტანა - 7:4.
გამორჩეული თამაში ჩაატარა ალექსანდრე ვასაძემ, რომელიც 13 წლისაა და 3 წლით უფროსებში თამაშობდა - 5 დარტყმიდან 3 გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ვასაძის გარდა, ლუკა იობიძემ 2 გოლი გაიტანა, ხოლო თითოჯერ პორტუგალიელთა კარში გიორგი სურმავამ და ლუკა ტუსკიამ შეაგდეს.
საქართველოს ნაკრები პირველ ტურში ხორვატიასთან დიდი სხვაობით დამარცხდა (4:20), ხვალ კი კიდევ ერთ ევროპულ გრანდ სერბეთს დაუპირისპირდება.