პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ტყვიის სროლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართულმა შერეულმა წყვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის დუეტმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 405.6 ქულა დააგროვა, რაც მე-3 შედეგი აღმოჩნდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის შერეულმა წყვილმა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ბრინჯაოს მედალი მოიგო.