საქართველოს ფრენბურთის ნაკრების წევრი, მელანია კაციტაძე საკლუბო კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.
19 წლის კაციტაძე ერთ-ერთ ძლიერ საუნივერსიტეტო ლიგა NCAA Division I-ში ითამაშებს და Loyola Marymount University-ს გუნდის ღირსებას დაიცავს.
"ლომების უნივერსიტეტი მისი ძლიერი ფრენბურთის პროგრამის, კონკურენტუნარიანი გარემოსა და სტუდენტი-სპორტსმენის აკადემიური და სპორტული განვითარების შესაძლებლობის გამო ავირჩიე.
ველოდები შესაძლებლობას, რომ გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო და ამავდროულად, მოედანზე და მის გარეთ ზრდა გავაგრძელო. წინ, ლომებო", - თქვა კაციტაძემ ახალი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან.
მელანია კაციტაძე 2007 წლის 18 იანვარს დაიბადა. 2023-24 წლების სეზონში ფრენბურთის კლუბის თბილისი რიგებში თამაშობდა, 2024-25 წლების სეზონი კი უნგრულ შენტ ბენედეკში გაატარა.