ტყვიის მსროლელი იოანე ხვარეშია, 23-წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონი გახდა.
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ევროპირველობაზე, ხვარეშიამ 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის ფინალურ ეტაპზე 241.4 ქულა მოაგროვა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოსთვის მე-2 მედალია - მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის შერეულმა წყვილმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლო.