საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ჩრდილოეთ ირლანდიურ ლარნეს პირველ მატჩში სტუმრად ხვდება.
ანდრი დემჩენკომ სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი 11 ფეხბურთელი დააყენა:
იბერია 1999 (4-2-3-1): მაკარიძე - ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა (კაპ.) - ქარდავა, კუცია - ბართიშვილი, დადიანი, ნაჭყებია - სიხარულაშვილი.
ლარნესა და იბერია 1999-ის მატჩი დღეს, 23:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვიხილავთ.
გუნდები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 11 აგვისტოს ითამაშებენ.