საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ჩრდილოეთ ირლანდიურ ლარნეს დღეს პირველ მატჩში შეხვდება.
სავიზო ნებართვის მიღების გაჭიანურების გამო, იბერიას სტაფსა და ფეხბურთელებს ექსტრემალურ ვითარებაში გამგზავრება მოუწიათ - 16 ადამიანი ჩრდილოეთ ირლანდიაში გუშინ ღამით გაემგზავრა, ნაწილი კი მეორე რეისით - რამდენიმე საათის შემდეგ.
როგორც იბერია 1999-ის ოფიციალური სოციალური მედია გვატყობინებს, როგორც დღევანდელი, ისე საპასუხო თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზე იქნება წარმოდგენილი.
ლარნესა და იბერია 1999-ის მატჩი დღეს, 23:00 საათიდან დაიწყება. გუნდები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 11 აგვისტოს ითამაშებენ.
იბერია 1999-ის პრობლემა მოგვარდა