აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბოგდან კვანტალიანმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
71 კგ. წონით კატეგორიაში, კვანტალიანმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, შემდეგ კი მთავარ ეტაპზე 3 შეხვედრა მოიგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
სატიტულო დაპირისპირებაში მისი მეტოქე ირანელი რეზა მეჰდი შამსიპურჰაჯივანდი გახლდათ, რომელთანაც ქართველმა დაძაბული შეხვედრა 4:5 დათმო და, ვიცე-ჩემპიონის წოდებასთან ერთად, ვერცხლის მედალი მიიღო.
შეგახსენებთ, ქართული ქალთა ჭიდაობის ისტორია დაწერა ნინო სამხარაძემ და მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიგო.
რა ისტორიული შედეგი დააფიქსირა სამხარაძემ ქართულ ქალთა ჭიდაობაში