დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშებაზე 7 მეოთხედფინალისტი გაირკვა.
ისტორიაში პირველად, ქალაქ გორის წარმომადგენელი ორი გუნდი ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში შეხვდა - დილა გორმა ეროვნული ლიგა 2-ის გუნდ გორს 2:0 მოუგო.
რთულ ბრძოლაში მოიპოვა 1/4 ფინალის საგზური დინამო ბათუმმა, რომელმაც აჭარაბეთ არენაზე გამართულ მატჩში ეროვნული ლიგა 2-ის მეორეადგილოსან თელავს 1:0 აჯობა.
დამატებით დროში გაიმარჯვა რუსთავმა - სპაერთან, ხოლო სამგურალმა - მეშახტესთან. მომდევნო რაუნდში გავიდნენ დუშეთის არაგვი, ტორპედო ქუთაისი და გაგრა, ბოლო მეოთხედფინალისტი კი მას შემდეგ გაირკვევა, რაც სამტრედია და იბერია 1999 გადადებულ 1/8 ფინალს 2 სექტემბერს ითამაშებენ და რუსთავის მეტოქეს გაარკვევენ.
2 სექტემბრამდე, 26 აგვისტოს ითამაშებენ გუნდები 1/4 ფინალურ შეხვედრებს:
დილა გორი V სამგურალი წყალტუბო;
გაგრა V არაგვი დუშეთი;
ტორპედო ქუთაისი V დინამო ბათუმი.
საქართველოს თასის გასული, 2025 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა დილა გორი, რომელმაც ფინალურ მატჩში იბერია 1999 დაამარცხა.