ქართული ქალთა ჭიდაობის ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ 17-წლამდელთა ქალთა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 69 კგ. წონით კატეგორიაში, ნინო სამხარაძე 1/4 ფინალში თურქ კიიმეტ ტეზჯანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიღა ჰქონდა.
17 წლის ქართველმა მოჭიდავემ ბელარუს და მონღოლ მეტოქეებს აჯობა, რითაც მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ნინო სამხარაძემ მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი და იქაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.