საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, მარიამ აბრამიშვილმა, მარიამ მარშავამ და სალომე ფროდიაშვილმა 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში, გუნდურ ჩათვლაში, ოქროს მედალი მოიპოვეს.
აბრამიშვილმა 575 ქულა დააგროვა, მარშავამ - 572, ფროდიაშვილმა კი - 564, შესაბამისად, სამეულის დაგროვებული 1711 ქულა საუკეთესო შედეგია და ჩვენმა გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე მე-4 მედალია - იოანე ხვარეშია ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა, მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის შერეული წყვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, მარიამ აბრამიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიგო.