საქართველოს ჩემპიონმა, იბერია 1999-მა, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ჩრდილოეთ ირლანდიურ ლარნესთან პირველი მატჩი სტუმრად 0:0 ითამაშა.
ბრიტანელებს მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა ჰქონდათ და 3-4 რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, იბერიელებს კი მნიშვნელოვანი საგოლე შანსი არ ჰქონიათ.
საბოლოოდ, თბილისური კლუბი მატჩისწინა მოვლენებისა და 90 წუთში ნაჩვენები თამაშის ფონზე, საპასუხო თამაშს მისაღები ნულოვანი ფრით ხვდება და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ერთ კვირაში გაირკვევა.
იბერია 1999 და ლარნე 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.
წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას შორის დამარცხებულს.