• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მსოფლიო ფეხბურთის 60 საუკეთესო ტალანტი - ხარებაშვილი The Guardian-ის სიაშია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

მსოფლიო ფეხბურთის 60 საუკეთესო ტალანტი - ხარებაშვილი The Guardian-ის სიაშია

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ცნობილმა გამოცემა The Guardian-მა ტრადიციულად წელსაც გამოაქვეყნა მსოფლიო ფეხბურთის 60 საუკეთესო ტალანტის სია.

2008 წელს დაბადებული ტალანტების სიაში ვხვდებით დინამო თბილისის ახალგაზრდა მოთამაშის, საბა ხარებაშვილის სახელსაც.

"ხარებაშვილი დინამო თბილისის ცნობილი აკადემიის აღზრდილი არის, რომელმაც გამოზარდა ხვიჩა კვარაცხელია. ბევრს სჯერა, რომ ხარებაშვილი მსგავს დონეს მიაღწევს.

ის გახდა დინამოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და ასევე ყველაზე ახალგაზრდა, ვინც უეფას ტურნირებში გამოჩნდა - კონფერენს ლიგის დებიუტი გასულ ივლისში ჰქონდა, როცა მხოლოდ 15 წლის და 10 თვის იყო.

ძირითადად მარცხენა მცველი, თუმცა უკვე აჩვენა უნივერსალურობა - ითამაშა მარჯვენა ფლანგზეც და თუნდაც №10 პოზიციაზეც. ფიზიკურად ძლიერია, შრომისმოყვარე და გონიერი; მას გამოარჩევს პოზიციური აზროვნება და ჩაჭრის უნარი, ასევე სისწრაფე და ზუსტი ჩაწოდებები კონტრშეტევებისას.

ხარებაშვილს უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მისი პროგრესი ევროპის ტოპ კლუბების ყურადღების ქვეშაა - მას რეალი და ბარსელონა აკვირდებიან. ითვლება, რომ ლივერპული მას მარცხენა მცველის პოზიციაზე გრძელვადიან გადაწყვეტად განიხილავს." - წერს The Guardian.

The Guardian-ის წლევანდელ სიაში ხარებაშვილთან ერთად მოხვდნენ იბრაჰიმ მბაიე (პსჟ), ფრანჩესკო კამარდა (ლეჩე, იჯარით მილანიდან), დრო ფერნანდესი (ბარსელონა), ტონი ფერნანდესი (ბარსელონა), ბერნარდუ ლიმა (პორტუ), ჟოზე ნეტუ (ბენფიკა), დანიელ ბანჟაკი (ბენფიკა), ანჯელო კანდიდო (სან პაულო), გაბრიელ მეკი (გრემიო), კაუა პრატესი (კრუზეირო).

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დინამო თბილისი
ქართული ფეხბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

15-წლამდე მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის მზად არიან - ხვალ იწყება

•ქართული

ქართული

15-წლამდე მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის მზად არიან - ხვალ იწყება
•ქართული

ქართული

VIDEO: ბაიერნის ძირითადში პირველად მოხვდა - ბოლდუინის კარგი მატჩი მილანთან

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ბაიერნის ძირითადში პირველად მოხვდა - ბოლდუინის კარგი მატჩი მილანთან
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ასისტების პირადი რეკორდი ევროლიგაში - შენგელიას ბარსამ მაკაბის მოუგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ასისტების პირადი რეკორდი ევროლიგაში - შენგელიას ბარსამ მაკაბის მოუგო
•კალათბურთი

კალათბურთი

1/8 ფინალში გავიდა - ბასილაშვილმა ბრიუსელში ალისი დაამარცხა

•ქართული

ქართული

1/8 ფინალში გავიდა - ბასილაშვილმა ბრიუსელში ალისი დაამარცხა
•ქართული

ქართული

News image

19 სთ წინ

15-წლამდე მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის მზად არიან - ხვალ იწყება

News image

20 სთ წინ