VIDEO: ბაიერნის ძირითადში პირველად მოხვდა - ბოლდუინის კარგი მატჩი მილანთან
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ მილანს 64:53 მოუგო და ამაში საქართველოს ნაკრების წევრმა, კამარ ბოლდუინმა თავისი წვლილი შეიტანა.
ბოლდუინი ბავარიელთა სასტარტო ხუთეულში პირველად მოხვდა და 27:19 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 9-დან 4 ორქულიანი და 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინაღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ბაიერნში ყველაზე შედეგიანები ვლადიმირ ლუჩიჩი (15 ქულა) და ანდრეას ობსტი (14 ქულა) იყვნენ, იტალიურ კლუბს კი დევინ ბუკერმა ულიდერა ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში - 11 ქულა და 12 მოხსნა.
2 მოგებითა და ამდენივე მარცხით, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, სტამბოლში, ფენერბაჰჩესთან ჩაატარებს.