ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი წელს ახალი ფორმატით პირველად ტარდება, თუმცა ამ ტურნირს თავისი ისტორია აქვს.
მათ შორის გამოსარჩევია ყველა დროის ბომბარდირთა დავაც, სადაც ისეთი მოთამაშეებიც არიან, რომლებიც წლევანდელ ტურნირზე იღებენ მონაწილეობას.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ - 8 მატჩი, 7 გოლი
2. კარიმ ბენზემა - 11 მატჩი, 6 გოლი
3. გარეტ ბეილი - 6 მატჩი, 6 გოლი
4. სეზარ დელგადო - 6 მატჩი, 5 გოლი
5, ლიონელ მესი - 6 მატჩი, 5 გოლი
6. ლუის სუარესი - 3 მატჩი, 5 გოლი
ამ მოთამაშეებიდან წლევანდელ ტურნირზე მხოლოდ ლეო მესი და ლუის სუარესი ასპარეზობენ, შესაბამისად არგენტინელსა და ურუგვაელს შანსი აქვთ, კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს დაემუქრონ.
მესისა და სუარესის ინტერ მაიამიმ ერთი მატჩი უკვე ჩაატარა, თუმცა ალ აჰლისთან მატჩი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ინტერ მაიამი 19 ივნისს პორტუს დაუპირისპირდება, 24 ივნისს კი - პალმეირასს
აღსანიშნავია ჯამალ მუსიალას სტატისტიკა, რომელმაც ოკლენდ სიტისთან 3 გოლის გატანა შეძლო და ჯერ-ჯერობით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.