ცნობილი სტრიმერი, Jasontheween აშშ-ში პარი სენ-ჟერმენის მოთამაშეებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა.
ჯეისონმა ქართველს მთავარი საფეხბურთო კითხვა დაუსვა: რონალდუ თუ მესი?
"რონალდუ ძალიან მიყვარს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მესი სხვა პლანეტიდანაა." - უპასუხა ხვიჩამ.
პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში ბრაზილიურ ბოტაფოგოს, 20 ივნისს დაუპირისპირდება.
VIDEO: კვარას 2 ასისტი და საგოლე შანსი - პარიზელებმა ატლეტიკო გაანადგურეს