დანა უაითმა 2026 წლის პირველი დიდი ღონისძიებისთვის საინტერესო ბრძოლები გამოაცხადა.
მსუბუქ დივიზიონში დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იბრძოლებენ, მათ შორის გამარჯვებული კი დანა უაითის თქმით, საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიას დაუპირისპირდება.
"2026 წლის პირველ მეოთხედში არ ვიბრძოლებ" - თოფურიამ გადაწყვეტილება ახსნა
UFC 324
ჯასტინ გეიჯი - პედი პიმბლეტი
კაილა ჰარისონი - ამანდა ნუნიესი
შონ ო'მალი - სონგ იადონგი
არნოლდ ალენი - ჟან სილვა
ვალდო კორტეს-აკოსტა - დერიკ ლუისი
უმარ ნურმაგომედოვი - დეივერსონ ფიგეირედო
ასევე უაითმა მომდევნო ღონისძიების მთავარი ბრძოლაც გამოაცხადა, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესს შორის შედგება. ისინი ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან. მათი პირველი შეხვედრა ავსტრალიელის გამარჯვებით დასრულდა.