ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„მომავალი წლის პირველი მეოთხედის განმავლობაში არ ვიბრძოლებ. ჩემს პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გავდივარ. მინდა ყურადღება ჩემს შვილებზე გავამახვილო და ეს მდგომარეობა რაც შეიძლება მალე მოვაგვარო.
არ მინდა დივიზიონი შევაკავო. UFC აუცილებელ ბრძოლებს ჩანიშნავს და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, UFC-ს მივაწვდი ინფორმაციას, რომ მზად ვარ ჩემს დაბრუნებაზე მუშაობის დასაწყებად.“ - წერს ქართველი ჩემპიონი.
ილია თოფურია ამჟამად მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი და P4P რეიტინგის ნომერ მეორე მებრძოლია.
კრიშტიანუ MMA-ში - რონალდუ და თოფურია ბიზნესპარტნიორები გახდნენ