UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ნეიტ დიასი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ისლამ მახაჩევი ორგანიზაციის საუკეთსო მებრძოლია.
„ქვე-საშუალო დივიზიონში მას დაახლოებით ორი წუთი აქვს გატარებული. არც არავინ უცემია, ასეთი წოდება რომ მივანიჭოთ. თქვენ აპირებთ რომ მას ყველა დროის საუკეთესოს წოდება მისცეთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალ დივიზიონში დებიუტიც კი ახლახანს ჰქონდა?
მისი ბრძოლებიდან არაფერი არ მახსოვს, გარდა იმისა, რომ მოვიწყინე. ვფიქრობ, ილია თოფურია ბევრად სრულყოფილი მებრძოლია, ვიდრე ისლამი." - აღნიშნა ნეიტ დიაზმა.
თავად ნეიტ დიასს უკანასკნელი ბრძოლა UFC-ში 20222 წელს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული, რომელიც მეოთხე რაუნდში საბმიშენით მოიგო. მისი პროფესიონალური MMA-ს სტატისტიკა ასე გამოიყურება: 23 მოგება, 13 მარცხი.