ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და არმან ცარუკიანს მიმართა.
„არმან, ყოველ ჯერზე, როცა პირადად გნახულობ, ისე იყინები, როგორც შეშინებული იხვი, რომელმაც არ იცის რა გააკეთოს. ხომ იცი, როგორც მინდა ისე მოგექცევი.
მე ვიბრძვი იმასთან, ვისაც UFC აირჩევს. და გახსოვდეს, რომ მე მოგარტყი და შენ უბრალოდ გაიცინე, მერე კი ისე მოძრაობ, ვითომ განგსტერი ხარ.
ასე რომ გააგრძელე, სწორ გზაზე ხარ… უბრალოდ ჩემგან რამდენიმე დონით ქვემოთ, ბავშვო.“ - წერს ქართველი მებრძოლი.
არმან ცარუკიანმა დენ ჰუკერის დამარცხების შემდეგ ილია თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია.