საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა - 2 ვერცხლი და თითო-თითო ოქრო-ბრინჯაო.
გვანცა ზადიშვილი ხმლით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონი გახდა, ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში - ვერცხლის, ხოლო რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ნაკრებს კიდევ ერთი საპრიზო შედეგი მოუტანა ირმა ხეცურიანმა, რომელიც ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.