VIDEO: რობენის სტილში - აშორტიამ უზბეკეთში მორიგი გოლი შეაგდო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იმედა აშორტიამ უზბეკეთის სუპერ ლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში, სოგდიანას გასვლით მატჩში გაუტანა, მისმა ბუნიოდქორმა შეხვედრა 2:0 მოიგო და მე-5 ადგილი გაინაღდა.
ქართველმა მარჯვენა გარემარბმა, მე-60 წუთზე, ბურთი თავის ფლანგზე მიიღო, საჯარიმოს ცენტრისკენ შეიწია და მაღალ კუთხეში ლამაზი დარტყმით შეაგდო. არიენ რობენის გოლებთან ასოციაცია ლეგიტიმურია. გოლი მაისურის გახდით აღნიშნა და ყვითელი ბარათი მიიღო - 88-ე წუთზე შეცვალეს.
აშორტიასთვის წლევანდელ ჩემპიონატში მე-9 გოლი, ჯამში კი მე-11 საგოლე მოქმედებაა - 9 გოლი და 2 ასისტი. იგი ბუნიოდქორის საუკეთესო ბომბარდირია და საგოლე მოქმედებებითაც ყველაზე შედეგიანი გახლავთ.
იმედას გუნდმა ჩემპიონატის მე-5 ადგილი უკვე გაინაღდა, ბოლო ტურში კი მასსავით უმოტივაციო ანდიჯანს უმასპინძლებს - 29 ნოემბერს.