სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, ქართულმა კლუბმა გოლდენ გორმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მედლისთვის ბრძოლაში, ქართულმა კლუბმა თურქული გალათასარაი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორობა გაიფორმა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე, ჩვენებმა მეოთხედფინალში ყაზახური ჯენისი დაამარცხეს, ნახევარფინალური შეხვედრა კი ბელგრადის ცრვენა ზვეზდასთან დათმეს.