VIDEO: მორიგი გამარჯვება - ორლანდომ ნიუ იორკი ბოლო მეოთხედში გატეხა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი წარმატებულ თამაშს აგრძელებს და კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო. ამჯერად ნიუ იორკ ნიქსი დამაჯერებლად დაამარცხეს - 133:121.
ფლორიდელებმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედის საწყის წუთებში მოიპოვეს და ის ხელიდან აღარ გაუშვიათ. ამაში მთავარი წვლილი ფრანც ვაგნერს (37 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი) ჰქონდა, კარგი მატჩი ჩაატარეს დესმონდ ბეინმა (27 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი) და ჯეილენ საგსმა (26 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი).
რაც შეეხება გოგას, მან 19:07 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 6 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. თითო-თითო ჩაჭრა, ბლოკი და დაკარგვაც ჰქონდა.
ორლანდომ, რომელსაც უკვე 5 შეხვედრაა ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო, საზარდულის დაჭიმულობის გამო, ვერ ეხმარება, ბოლო 12-დან 9 მატჩი მოიგო და კონფერენციის მე-7 პოზიციაზე აინაცვლა - 10 მოგება და 7 წაგება.