ისლამ მახაჩევს ჰკითხეს, რა წონაში არის მზად იჩხუბოს ილია თოფურიასთან.
„რომელ წონაში უნდა გაიმართოს ჩხუბი? ალბათ, მსუბუქში. თუმცა, ზედმეტად კარგი შემოთავაზება უნდა იყოს, რომ მე კვლავ წონის კლება დავიწყო.
სპორტის ამ სახეობისთვის ახალგაზრდა აღარ ვარ - ყოველი წონის კლება სიცოცხლის წლებს მართმევს და ეს ადვილად აღარ გამომდის.
ყველაზე რთული მეტოქე ქვე-საშუალო წონაში? ჩემს ივენთზე იბრძოდა ორივე და ორივემ ნაადრევად მოიგო - კარლოს პრატესი და მაიკლ მორალესი. ჩვენს დივიზიონში ყველაზე აქტიური, ახალგაზრდა და კონკურენტუნარიანი მებრძოლები არიან. ვფიქრობ, UFC მალე გადაწყვეტს." - აღნიშნა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი მსუბუქი წონის ჩემპიონი 2022 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისამდე იყო, შემდეგ კი ქამარი გაათავისუფლა და ზედა წონაში ავიდა.