ფეხბურთში წარმატების მთავარი საზომი ტიტულებია.
ზოგიერთი კლუბისთვის ეს ჩვეული ამბავია, სხვებისთვის კი ისტორიული მოვლენა, რომელიც თაობებს გადაეცემა. წარმოგიდგენთ პრემიერლიგის გუნდების ბოლო დიდ წარმატებებს (შენიშვნა: სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი „დიდ ტიტულებად“ არ არის მიჩნეული).
კლუბები, რომლებსაც ჯერ არაფერი მოუგიათ: ბრენტფორდი, ბრაიტონი, ფულემი და ბორნმუთი ისტორიაში პირველი სერიოზული თასის მოლოდინში არიან.
უახლესი გამარჯვებულები (2024-2026):
მანჩესტერ სიტი (22 მარტი, 2026): პეპ გვარდიოლას გუნდმა სულ ახლახანს, ნიკო ო’რაილის დუბლით არსენალი დაამარცხა და კარაბაოს თასს დაეუფლა.
ჩელსი (28 მაისი, 2025): ლონდონელებმა კონფერენს ლიგის ფინალში რეალ ბეტისი 4:1 გაანადგურეს.
ტოტენჰემი (21 მაისი, 2025): ენჟ პოსტეკოგლუმ დაპირება შეასრულა და გუნდს 17-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპა ლიგის თასი მოუტანა.
კრისტალ პალასი (17 მაისი, 2025): ისტორიული დღე კლუბისთვის. მათ ფინალში მანჩესტერ სიტი დაამარცხეს და ასოციაციის თასს დაეუფლნენ.
ლივერპული (27 აპრილი, 2025): არნე სლოტმა სადებიუტო სეზონშივე პრემიერლიგის ოქროს მედლები მოიპოვა.
ნიუკასლი (16 მარტი, 2025): 70-წლიანი ლოდინი დასრულდა, ლიგის თასის ფინალში ლივერპულს სძლიეს.
მანჩესტერ იუნაიტედი (25 მაისი, 2024): ერიკ ტენ ჰაგმა გუნდს ასოციაციის თასი მოაგებინა, თუმცა მალევე პოსტი დატოვა.
გუნდები, რომლებსაც დიდი ხანია არაფერი მოუგიათ:
არსენალი (2020): მათი ბოლო ტრიუმფი ასოციაციის თასზე ჩელსისთან გამარჯვება იყო.
ვესტ ჰემი (2023): 43-წლიანი პაუზა კონფერენს ლიგის მოგებით დასრულდა.
ასტონ ვილა (1996): ბირმინგემელები ბოლო თასს 30 წლის წინ, ლიგის თასზე დაეუფლნენ.
ევერტონი (1995): თასი ბოლოს 1995 წლის ასოციაციის თასის მოგებისას ნახეს.
ყველაზე გრძელი „ლოდინი“: სიაში ბოლო ადგილზეა ბარნლი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონობა ბოლოს 1960 წელს იზეიმა. მას მოჰყვება სანდერლენდი (1973) და ვულვზი (1980).