• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
არტეტამ პრემიერლიგის ისტორიაში 3 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ფეხბურთიფეხბურთი

არტეტამ პრემიერლიგის ისტორიაში 3 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სანამ მიკელ არტეტა არსენალში მივიდოდა, გუნდი საკუთარ სტანდარტებს საგრძნობლად იყო დაშორებული.


ესპანელმა ყველაფერი ნულიდან ააშენა და ლონდონელები ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გაკრიტიკებული გუნდიდან ევროპის გრანდების ღირსეულ კონკურენტებად აქცია.

რა თქმა უნდა, არტეტას ჯერ კიდევ ბევრი აქვს მისაღწევი, სანამ მას არსენალის ყველა დროის დიდებულების ან პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელების გვერდით მოიხსენიებენ. თუმცა, პროგრესი აშკარაა. საინტერესოა, რომ მეთოფეების თავკაცს ერთხელ ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევდა ლიგის ისტორიაში უდიდეს მწვრთნელად. მან სამი ფიგურა დაასახელა:

„სამი სახელი უნდა გამოვყო. ვფიქრობ, სერ ალექს ფერგიუსონი, რა თქმა უნდა, არსენ ვენგერი იმის გამო, რაც მან ამ ლიგისთვის გააკეთა და შემდეგ პეპ გვარდიოლა“.


სერ ალექს ფერგიუსონი


ნებისმიერი საუბარი პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელებზე სერ ალექს ფერგიუსონის გარეშე წარმოუდგენელია. ბევრი მას ყველა დროის საუკეთესოდ მიიჩნევს და მისი მიღწევების გათვალისწინებით, ამას რთულია არ დაეთანხმო. შოტლანდიელმა მანჩესტერ იუნაიტედს 13 საჩემპიონო ტიტული და ორი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მან ოლდ ტრაფორდი ნამდვილ ციხესიმაგრედ აქცია და მთელი ეპოქა შექმნა.

ხშირად ავიწყდებათ, რა მძიმე მდგომარეობაში იყო კლუბი, სანამ ფერგიუსონი 1986 წელს სათავეში ჩაუდგებოდა. მისი ადრეული პერიოდი არ ყოფილა მარტივი, მეორე სეზონში კი სამსახურის დაკარგვასთანაც ახლოს იყო. სწორედ ეს რთული დასაწყისი ჰგავს იმ გამოწვევებს, რომლებსაც არტეტა არსენალში შეეჩეხა. სწორედ ამიტომ, ესპანელი აღფრთოვანებულია ფერგიუსონის მოთმინებითა და გრძელვადიანი მიდგომებით.


არსენ ვენგერი


არსენალის ლეგენდარული „უძლეველები“ სხვა არავინ იყო, თუ არა არსენ ვენგერის შექმნილი გუნდი. ფრანგმა სპეციალისტმა 1996 წელს, როდესაც გუნდი ჩაიბარა, ინგლისური ფეხბურთი სრულად შეცვალა. მან დაამკვიდრა ვარჯიშის ინოვაციური მეთოდები, კვების მკაცრი სტანდარტები და სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთი.

ამ მიდგომამ კლუბს უდიდესი ტრიუმფი მოუტანა, მთელი სეზონი წაგების გარეშე და უნიკალური ოქროს პრემიერლიგის თასი. არტეტასთვის, რომელიც ვენგერის ხელში თამაშობდა, ფრანგის უნარი , შექმნას გუნდის მყარი იდენტობა, არის მთავარი მოდელი იმისა, რის მიღწევასაც ახლა თავად ცდილობს ლონდონში.


პეპ გვარდიოლა


პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგაში წარუმატებელი კვალი დატოვა და მანჩესტერ სიტიში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური გუნდი ჩამოაყალიბა. მისმა კოლექტივმა წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია, მათ შორის ზედიზედ ოთხი საჩემპიონო ტიტული და ისტორიული ტრეპლი მოიპოვა.

გარდა ტიტულებისა, გვარდიოლას დეტალებისადმი ყურადღება და მუდმივი ტაქტიკური ინოვაციები მას სხვა მწვრთნელებისგან გამოარჩევს. მიკელ არტეტა გვარდიოლას ბრწყინვალებას ახლოდან აკვირდებოდა, როდესაც ის ეტიჰადზე ასისტენტად მუშაობდა. აშკარაა, რომ მან შთაგონება სწორედ ყოფილი მენტორისგან მიიღო და მსგავსი პრინციპები გადმოიტანა იმ სტილში, რომელსაც ახლა ჩრდილოეთ ლონდონში ავითარებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არტეტა
სერ ალექს ფერგიუსონი
პეპ გვარდიოლა
პრემიერ ლიგა
ვენგერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პეპ გვარდიოლას მე-19 ტიტული სიტიში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას მე-19 ტიტული სიტიში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მტვრიანი თაროები თუ ახალი ტრიუმფი? ინგლისური კლუბების გამარჯვებები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მტვრიანი თაროები თუ ახალი ტრიუმფი? ინგლისური კლუბების გამარჯვებები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

70 ქულა, როგორც გადაულახავი ბარიერი — ბოელის ეპოქის მძიმე სტატისტიკა ჩელსიში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

70 ქულა, როგორც გადაულახავი ბარიერი — ბოელის ეპოქის მძიმე სტატისტიკა ჩელსიში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსიმ როსენიორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსიმ როსენიორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

პეპ გვარდიოლას მე-19 ტიტული სიტიში

News image

2 სთ წინ

მტვრიანი თაროები თუ ახალი ტრიუმფი? ინგლისური კლუბების გამარჯვებები

News image

11 სთ წინ

70 ქულა, როგორც გადაულახავი ბარიერი — ბოელის ეპოქის მძიმე სტატისტიკა ჩელსიში

News image

11 სთ წინ

ჩელსიმ როსენიორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება